აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 სკოლაში პროექტი - „შეუსრულებელი მისია“ წარმატებით დასრულდა
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების დღისადმი მიძღვნილი პროექტი დასრულდა.
პროექტში, რომლის დასახელებაც „შეუსრულებელი მისია“ იყო, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
შემეცნებითი შეჯიბრი სკოლის პროგრამების კოორდინატორისა და სამოქალაქო განათლების კლუბ In Posterum-ის ორგანიზებით ჩატარდა.
გუნდებმა ღირსეულად იასპარეზეს გამარჯვება კი გუნდმა „თერგდალეულები“ მოიპოვა.
სკოლა ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: