მოხისის საჯარო სკოლაში დებატების მინი ტურნირი დამთავრდა
08-12-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში დებატების მინი ტურნირი დამთავრდა. 

ფინალში ერთმანეთს მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა სკოლის ყოფილი მოსწავლე, ამჟამად სტუდენტი ლევან ყაულაშვილი.

„ტურნირის მომზადებაში და მის ხარისხიანად წარმართვაში დაგვეხმარა ჩვენი საუკეთესო ნამოწაფარი თბილისის გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი ლევან ყაულაშვილი.

წარმატებები ვუსურვოთ პატარა მოდებატეებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203