
საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი" დასრულდა.
ფესტივალში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის თეატრალური დასი „მთიები“ მონაწილეობდა.
სკოლის თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით - „მიწის ყვავილი“ წარსდგა.
სპექტაკლები შეაფასა და გამარჯვებულები ნომინაციებში გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ:
პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ (მაღალმთიანი სტატუსის მქონე სკოლა) გადაეცა- შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნენიის საჯარო სკოლის სასკოლო თეატრალურ დასს - „მთიები", სპექტაკლისთვის „მიწის ყივილი" .
აღნიშნული ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ფესტივალების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“ გახლავთ.
ფესტივალში მონაწილეობდა საჯარო და კერძო სკოლების თეატრალური დასები, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, სულ 14 სასკოლო დასის 250 მოსწავლე.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა ბმულზე: