ცუცხვათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებისთვის საინტერესო აქტივობა შესთავაზა
08-12-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-5 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განმავითარებელი შეფასების საინტერესო აქტივობა - „გონებრივი იერიში, ცხელი სკამი... იპოვე დამალული სიტყვა და პერსონაჟის რუკა“, ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.