ლენჯერის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
08-12-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებული ოქროს და ვერცხლის მედალოსნები არიან: ბერდია მერლანი, ნინო ფილფანი, გიორგი შუკვანი და თეკლე შუკვანი.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს“, - აღნისნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს