სიქთარვის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
08-12-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
„სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ნანუკა რობაქიძეს ოქროს მედალი გადაეცა, ხოლო მარიამ ჩიხლაძეს - ვერცხლის; 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კი ოქროსმედალოსნებს: ანნა კვატაიას, საბა აბულაძეს, ანზორ ისაკაძესა და ვერცხლისმედალოსანს - გაგა აბულაძეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ლაშა გოგიაშვილმა ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს