არაშენდის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის შემაჯამებელი სასკოლო სპორტული ფესტივალი ტარდება
08-12-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები ხშირად ტარდება და ბავშვებიც დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში შემაჯამებელი სასკოლო სპორტული ფესტივალი ტარდება, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობენ.
„სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის „მხიარულ შეჯიბრებასა" და მძლეოსნობის სახეებში სასკოლო ფესტივალი ტარდება. ერთმანეთს IV და V კლასების მოსწავლეები მხიარული შეჯიბრების პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში შეეჯიბრნენ. აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ა. მოსულიშვილი და კლასების დამრიგებლები არიან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს