თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შემოდგომის პეიზაჟი შექმნეს
08-12-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზე, მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

სკოლაში კომპლექსურ დავალებებს აქტიურად დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, III კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში შემოდგომის შესახებ კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

მოსწავლეებმა დამრიგებლის დალი კიკნაძის ხელმძღვანელობით, სასურველი მასალითა და ტექნიკით შემოდგომის პეიზაჟი შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203