დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდა
08-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს ხშირად მართავენ, სადაც ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან.

სკოლაში 30 ნოემბერს ამჯერად, დამხმარე მასწავლებელმა და ინგლისური ენის პედაგოგმა ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროს შემოდგომა“ ჩაატარეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული და ინგლისური სიმღერები იმღერეს, ორივე ენაზე წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და შესაბამისად აქტივობა მეტად მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

დამხმარე მასწავლებლის, გიულიზარ თარზიანის განმარტებით ასეთი ღონიძიებებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ქართული ენის შესწავლას და ინტეგრირებას უწყობენ ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203