კვატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ
08-12-2021
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჩაერთნენ.

„დაიწყო 2021-2022 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა. პირველი ტური ქართული ენის იყო. წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და ოლიმპიადაში ჩართულ ყველა მოსწავლეს. „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა (აკაკი წერეთელი)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203