დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ
08-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა „ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი“ მოინახულეს.
მუზეუმში სტუმრობამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები ალფრედ ნობელის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„მე-8ა კლასის მოსწავლეები, ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ალფრედ ნობელის, მისი სახელობის პრემიისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ საინტერესო დეტალებს გაეცნენ. დაათვალიერეს სამუზეუმო სივრცე და მოისმინეს მნიშვნელოვანი ამბები საუკუნისწინანდელი ბათუმის ტექნოლოგიური ისტორიიდან“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს