იანეულის საჯარო სკოლის გუნდის - „მწვანე სამყარო“ წევრებმა ეზოში ახალდარგული მცენარეები ზამთრისთვის მოამზადეს
08-12-2021

8 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდის - „მწვანე სამყარო“ წევრებმა პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, მასწავლებლებთან ერთად სკოლის ეზოში ახლად დარგული მცენარეები - ვერცხლის ემონიუსი, კვიპაროსი აიკუბა და მირონის ხე ზამთრისათვის მოამზადეს.

მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ „მწვანე სამყაროს“ წევრები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით აქტივობებს ხშირად ატარებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203