ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მაღრაძემ გიორგი ბრწყინვალეს ღვაწლსა და დამსახურებას პრეზენტაცია მიუძღვნა
08-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე მარიამ მაღრაძე, ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის განთავსებას გამოეხმაურა, საქართველოს მეფის შესახებ პრეზენტაცია მოამზადა და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეები გაეცნენ ქართველი ერის წინაშე მეფე გიორგის ღვაწლსა და დამსახურებას, რის გამოც მას მადლიერმა ერმა „ბრწყინვალე“ უწოდა.