წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
08-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო თუ აქტუალურ თემებზე სხვადასხვა პროექტები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, მე-8ბ კლასში ინგლისურ ენაზე მეტად საინტერესო სასკოლო პროექტი განხორციელდა.
„მე-8ბ კლასში (კლასის ხელმძღვანელი და ინგლისურის მასწავლებელი ლ. მანდარია) სასკოლო პროექტი - „Bullying, Teenage Problems, Solutions“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ბულინგის, თინეიჯერული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს პოსტერები და გააკეთეს პრეზენტაცია. ასევე, გაიმართა დისკუსია.