ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა მინი მუზეუმი მოაწყეს
08-12-2021
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მე-2 კლასში თემაზე - „ზურას მუზეუმი“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობა შესთავაზა. მოსწავლეებმა მინი მუზეუმი მოაწყეს და მათ დანიშნულებაზე ისაუბრეს. 

„შევეცადეთ შეგვეგროვებინა დავიწყებას მიცემული ნივთები და მოგვეწყო პატარა მუზეუმი, დავათვალიერეთ თითოეული მათგანი, აღვწერეთ, ვისაუბრეთ მათ დანიშნულებაზე. აი თურმე რატო არ უნდა გადავყაროთ დავიწყებას მიცემული ნივთები. საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203