
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე - ანა ჯამასპიშვილი, რობიზონ ოზბეთელაშვილი, ნინო მარტყოფლიშვილი და გიორგი მოსულიშვილი ვირტუალურ საკვირაო სკოლაში მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია ევროპის შესახებ მითების ნგრევა. პროექტის ფარგლებში, დარგის სპეციალისტები მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარებს წაიკითხავენ.
ქვემოთ მოცემული ვიდეორგოლის საშუალებით გაიცნობთ დედოფლისწყაროს წლევანდელ გუნდსა და მათ უცვლელ ხელმძღვანელ ნონა ტოკლიკიშვილს.