წყალტუბოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
08-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ და ბავშვებიც ყოველთვის დიდი აქტიურობით მონაწილეობენ.

სკოლის IX კლასმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ნათელა ბაზაძეა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან ლაჭყეპიანი.

„მოსწავლეებმა დავით გურამიშვილის თანადროულ ეპოქაზე ინფორმაცია მოიძიეს; დაკვირვების შედეგებით წარმოადგინეს პოსტერის ფორმატში, ასევე ზეპირი პრეზენტაციის სახით. კლასი ხუთ ჯგუფად იყო დაყოფილი. მოსწავლეებმა ისაუბრეს, რამდენად დაეხმარათ ისტორიული კონტექსტის გაცნობა ნაწარმოების უკეთ გააზრებაში, რამდენად აქტუალურია ნაწარმოები თანამედროვე ეპოქისათვის. ისაუბრეს დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე რა ნაბიჯები გადადგეს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203