ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მოსწავლეები ბუნებისმეტყველებაში ცოდნას ექსპერიმენტებითა და დაკვირვებებით იღრმავებენ
08-12-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

სკოლაში ყველა გაკვეთილი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაა დატვირთული. ასე ხდება ბინებისმეტყველების გაკვეთილზეც, რომლის მიმდინარეობისას მოსწავლეები ცოდნას ექსპერიმენტებითა და დაკვირვებებით იღრმავებენ. 

„ჩვენს სკოლაში ბუნებისმეტყველების გაკვეთილები სავსეა არაფორმალური განათლების კომპონენტებით და გამოირჩევა პრაქტიკული აქტივობებით, ექსპერიმენტებით, დაკვირვებებით და სხვადასხვა პრაქტიკული პროექტით.
მოსწავლეები თავად მონაწილეობენ ექსპერიმენტებში და აკვირდებიან სრულ პროცესებს, როგორებიცაა: მცენარეზე დაკვირვება, საღებავებისა და ნივთიერებების გამოყენება, გაღვივების პროცესი, მცენარის ფესვის განვითარება და ა.შ“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203