ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეებმა თბილისის ისტორიული ადგილები მოინახულეს
08-12-2021

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ XI კლასის მოსწავლეებმა თბილისის ისტორიული ძეგლები მოინახულეს. 

ისინი დამრიგებელ მარი მახარაძის ხელმძღვანელობით, თბილისის ისტორიულ ნაწილს ესტუმრნენ.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„ჩვენი საგაკვეთილო პროცესები დატვირთულია ბევრი აქტივობით, მათ შორის ექსკურსიებით ქალაქში და ისტორიული ადგილების მონახულებით.
XI კლასის მოსწავლეები თბილისის ისტორიულ ნაწილს ესტუმრნენ და მოინახულეს ისეთი ძეგლები, როგორიცაა მეტეხის ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ტაძარი, მეჩეთი და სხვა ადგილები, რაც ასე მრავალფეროვანს ხდის ჩვენს დედაქალაქს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203