ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ნებაძეს სხვადასხვა ტრენინგებში, სემინარებსა და პროექტებში მონაწილეობისთვის არაერთი სერტიფიკატი აქვს მოპოვებული
08-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.
სკოლა საზოგადოებას ამჯერად კიდევ ერთ წარმატებულ მოსწავლეს, ნათია ნებაძეს აცნობს, რომელსაც ტრენინგებში, სემინარებსა და პროექტებში წარმატებით მონაწილეობისთვის უამრავი სერტიფიკატი აქვს მოპოვებული.
„ჩვენი პოზიტიური და ზეაქტიური მოსწავლის, ნათია ნებაძის დამსახურებული სერტიფიკატები. გილოცავთ ნათია! არ გაჩერდე! ჩვენ არ მოგვბეზრდება შენი წარმატებების საჯაროდ გაზიარება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს