„პროგრესის“ პროგრამა უზრუნველყოფს მეთოდურ მიდგომას“-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სკოლამდელ განათლებას უდიდესი ყურადღება ეთმობა
08-12-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ სკოლამდელი აღზრდის მოსწავლეებს გვაცნობს. 

„პროგრესში“ მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

სკოლის მეთოდური მიდგომის მიზანი სოციალურ-ემოციური, ბავშვთა შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაა.

„გვინდა ჩვენი ყველაზე ყველაზე პატარა, Preschool-ის მოსწავლეები გაგაცნოთ.
სკოლამდელი აღზრდის ასაკი არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვისთვის. „პროგრესის“ პროგრამა უზრუნველყოფს მეთოდურ მიდგომას და მიზნად ისახავს ბავშვთა შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მოტორული უნარების განვითარების ხელშეწყობას. ასევე, ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათ მომზადებას ცხოვრების შემდგომი ეტაპისთვის.
პროგრამა აერთიანებს და ავითარებს ბავშვებში შემდეგ მიმართულებებს: ინტერ და ინტრაპერსონალური კომუნიკაცია, თვითგამოხატვა, რეფლექსია, პოზიტიური აზროვნება, კრეატიულობა, თვითრეგულაცია, სტრესთან ადაპტაცია და მართვა, ემპათია, ნეგატიური ემოციის გარდაქმნა, მიმღებლობა“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203