ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პანო შექმნეს
08-12-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ჰორომსიმა ალვანიანმა, რაია ლაზარიანმა, ალიონა შირინიანმა და ჰასმიკ დავითიანმა შექმნეს ნახატი პანო ტყის პეიზაჟით.

მოსწავლეები მთელი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. მალე კი სკოლაში ნახატების გამოფენა მოეწყობა. 

„ბავრის არაქართულენოვანი​ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატი პანო ტყის პეიზაჟით. ჰორომსიმა ალვანიანი, რაია ლაზარიანი, ალიონა შირინიანი და ჰასმიკ დავითიანი მთელი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და შესანიშნავი ნახატიც დახატეს.

სკოლაში მალე მოეწყობა სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა. გამარჯვებულებს კი სიგელები გადაეცემათ.

სკოლაში ასევე ჩატარდება წინასაახალწლო ზეიმი. სადაც მოსწავლეები, ღონისძიებაზე წარმოაჩენენ თავიანთ შემოქმედების. იტყვიან ლექსებს, საცეკვაო ნომრებს შეასრულებენ, იმღერებენ და თავიანთი პოზიტივით გაგვახალისებენ“, - აღნიშნავს ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ქართული ენის მასწავლებელი ჯული ველელი-შირინიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203