ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა და დირექტორმა სამომავლო ხედვები გაცვალეს
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში, სკოლის დამფუძნებელთან და გენერალურ დირექტორთან - ნინა ჩიკვაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრა მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა.
სკოლის დირექტორმა და თვითმმართველობის წევრებმა საინტერესოდ ისაუბრეს და ერთმანეთს სამომავლო ხედვები გააცნეს.
„შეხვედრის ფარგლებში თვითმმართველობის წევრებმა და სკოლის დირექტორმა გაცვალეს ურთიერთმოლოდინები და სამომავლო ხედვები.
ასევე, მსჯელობა წარიმართა იმ კვლევის შედეგების შესახებ, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა თავიანთ კლასებში ჩაატარეს.
კვლევა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინიციატივების გამოვლენას“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: