ხორენიის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები იგეგმება
07-12-2021
ახალქალაქის მუნციპალიტეტის ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება და ბავშვებიც დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების სრული დაცვით სკოლაში 15-17 დეკემბერს კონკურსი - „მე მიყვარს ხატვა“ ჩატარდება; ხოლო, სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს პირველი მეთორმეტე კლასების მოსწავლეები საახალწლო ზეიმს გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მოსწავლეებს აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაში მაქსიმალურად მხარს დაუჭერს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203