ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ VI კლასის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე შესწავლილი მასალის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს
07-12-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ლიტერატურაში შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩაატარეს. 

მოსწავლეებმა შესწავლილი მასალა გაანალიზეს და პრეზენტაციები Power Point-ით წარადგინეს. მათი პედაგოგი მასწავლებელი ნანა ბაბუხადია.

„მოსწავლეებმა შექმნეს ეპიზოდები როგორც პლასტელინით, ასევე დაასურათეს ფერადი ფანქრებით, ტექნოლოგიების გამოყენებით გააანალიზეს შესწავლილ მასალა და წარმოადგინეს პრეზენტაციები Power Point-ის დახმარებით. პრეზენტაციის მიზანი იყო: შემოქმედებითი და პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, საჯარო გამოსვლისას არავერბალური კომუნიკაციის ფლობა და ენობრივი ნორმების დაცვის უნარი“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203