„ჩვენ გავაცილეთ შემოდგომა“ - მუჟალის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
07-12-2021
რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ.

II კლასში ღონისძიება - „ჩვენ გავაცილეთ შემოდგომა“ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი მარიამ ზურაბიანია.

„ბავშვებმა ხალისიანად გააცილეს წელიწადის ეს ლამაზი დრო. მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ზეიმის მზადების პროცესში მოსწავლეები გაეცნენ წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებს, წარმოდგენა შეექმნათ საშემოდგომო საქმიანობაზე (ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა, სიმინდის თესვა, კაკლის ბერტყვა, ხილის კრეფა და შემოდგომის დოვლათის დაბინავება). მათ მხატვრულად გადმოსცეს ის განცდები და შთაბეჭდილებები, რომელიც შემოდგომას თან სდევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203