ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-6 კლასის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდნენ
07-12-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე- 6 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მუზეუმი მოინახულეს. 

მოსწავლეები მუზეუმში კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.

მათ ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვათა ნამუშევრები დაათვალიერეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესიტა და მონდომებით ჩაერთნენ.

„მე- 6 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის დახმარებით, დაათვალიერეს ხელოვნების მუზეუმი. მუზეუმში წარმოდგენილი იყო როგორც დროებითი, ისე მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუზეუმის პირველი სართული დათმობილი აქვს ქართულ, საერთაშორისო საგამოფენო-საგანმანათლებლო და სინთეზურ პროექტებს.
ბავშვებმა იხილეს: ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვა ოსტატების ნამუშევრები.
„პროგრესელები“ ხელოვნებასთან ახლოს არიან“,- წერს სკოლა. 


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203