ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე დავით რუსიამ, გუნდთან ერთად, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში გაიმარჯვა
07-12-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლე დავით რუსიამ, გუნდთან ერთად, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში - „ლეონარდო და ვინჩი“, გაიმარჯვა.

მან „წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის“ მოსწავლეებთან - საბა ხაბურზანიასთან და ანი ესართიასთან ერთად, ელექტროენერგიის მიღების ინოვაციური ხერხი გამოიგონა. 

მათ ელექტროენერგია თერმული წყლების საშუალებით მიიღეს. 

სკოლა ამაყობს მოსწავლით და ამ დიდ წარმატებას ულოცავს.

„ამ ვიდეოს ემოციების გარეშე ვერ უყურებთ!
სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალს გვინდა გაგაცნოთ ჩვენი მოსწავლე დავით რუსია. 
მადლობას ვუხდით ასევე STEM კლუბის მენტორს, უტა კილასონიას“,- წერს სკოლა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203