წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „კულტურა ჩვევათა გარსია“ განხორციელდა
07-12-2021
წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ია შელიას ხელმძღვანელობით პროექტის - „კულტურა ჩვევათა გარსია“, ფარგლებში სერგო ფარაჯანოვი გაიხსენეს.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დისკუსია გამართეს, რომლის დასრულების შემდგომაც ვიდეორგოლი შექმნეს.

„ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა; ფაქტია, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრობენ და მშვიდობიანად ახერხებდნენ თანაცხოვრებას. პროექტის - „კულტურა ჩვევათა გარსია“, ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ია შელიამ და მე-11 კლასის მოსწავლეებმა სერგო ფარაჯანოვი გაიხსენეს; მის მშობლიურ თბილისშიც, რომლის კულტურაც ძნელად წარმოსადგენია ფარაჯანოვის ფილმების გარეშე - ფარაჯანოვის ესთეტიკაში თბილისური კულტურა განმსაზღვრელია და სწორედ ამ კულტურაზე, ამ სახეზე - თბილისი ჭრელ, მრავალფეროვან, მულტიკულტურულ სახეზე მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს. მე-11 კლასის მოსწავლეებმა დისკუსიის დასრულების შემდეგ ვიდეორგოლი - „კულტურა ჩვევათა გარსია“ შექმნეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203