დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
07-12-2021
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთათავრებულები კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
„სკოლის კოლექტივი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ოქროს მედლებს ულოცავს: ანი ხერგიანის, ანანო ფილფანს, სალომე კვიციანს, გიორგი ჯაფარიძეს, ქრისტინა კვიციანს, ლიკა გურჩიანს. ვერცხლის მედალოსნებს: ანი ჩართოლანს და ია ფანგანს. მათ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩვენმა სკოლამ არაერთი მადლობის წერილი მიიღო მათი აღზრდისთვის. წარმატებები ვუსურვოთ ღირსეულ ახალგაზრდებს! მუდამ გესახელებინოთ თქვენი სკოლა, სვანეთი და საქართველო“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს