ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ესეების კონკურსში მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვეს
07-12-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ესეების კონკურსში მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვეს. 

კონკურსში, რომლის სახელწოდებაც იყო - „ვწერთ თავისუფალ თემას“, 4 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ საჩუქრად წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ. 

აღნიშნული კონკურსი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ეგიდით ჩატარდა.

„საზეიმოდ დავაჯილდოეთ ესეების კონკურსის „ვწერთ თავისუფალ თემას“ მონაწილეები. ყოველივე ნამუშევარი ნამდვილად იყო „პროგრესულად“ გამორჩეული! 
კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ეგიდით ჩატარდა და ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის დეპატამენტის ლიტერატორები - ქეთი სიხარულიძე, თამარ გორგოშაძე, ფატი აბაშიძე, რუსუდან ზოიძე.
ნამუშევრებში გამოვლინდა: წე­რის კულ­ტუ­რა; ანა­ლი­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რი; მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ხედ­ვი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის უნა­რი. კონკურსანტებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატი სკოლის დირექტორის ხელმოწერით და გამოვლინდა 4 გამარჯვებული, მათ გადაეცათ წიგნები“,- წერია სკოლი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203