ლატალის საჯარო სკოლ​ის ​წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ
07-12-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლ​ის 2019 -2020 სასწავლო წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

„2019 წელი -5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი; 2020 წელი - 2 ოქროს მედალი. ჩვენი სკოლა წარმატებას უსურვებს მათ და ყველა მოსწავლეს მომავალშიც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203