დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები საზეიმოდ გადაეცათ
07-12-2021
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები საზეიმოდ გადაეცათ. 

კურსდამთავრებულებს სოფიო ქურდიანს, მარიამ მარგიანს, ელენე გვარლიანს, ქრისტინა გვარლიანს, გერა ფირცხელანს მედლები სკოლაში დირექტორმა გადასცა. 

სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203