
თეთრიწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ქართულ ანბანს დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ.
მათი პედაგოგი მელანო ქათამაძე ცდილობს, რომ მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარული ჩაუნერგოს და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობა უკეთ დაანახოს.
„ანბანის გაცნობა - ქართული ენისადმი სიყვარული მინდა ჩავუნერგო ჩემს პატარებს, რომ უკეთესი მომავლის საწინდარი იყოს, გამოადგნენ თავიანთ სოფელს და იზრუნონ შემდგომ მომავლისთვის. მინდა, რომ უკეთესად გაიგონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლა, როცა ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ. წარმატებები ჩემს პატარებს“,- წერს პედაგოგი მელანო ქათამაძე.