
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტ „პოლიგლოტის“ ფარგლებში, სკოლის დირექტორთან ინტერვიუ რუსულ ენაზე წარმართეს.
მოსწავლეებმა პედაგოგ ლამზირა წიტაიშვილის ხელმძღვანელობით, მათთვის საინტერესო რესპონდენტი შეარჩეს და კითხვები მოამზადეს.
მათ სკოლის დირექტორმა ერეკლე ჯიქიამ სიამოვნებით უმასპინძლა და კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა.
„სკოლის მე-7 კლასში, ჩატარდა რუსული ენის გაკვეთილი, პროექტის: „პოლიგლოტის“, ფარგლებში. საგნის მასწავლებელმა ლამზირა წიტაიშვილმა და მე-7 კლასის მოსწავლეებმა,მოამზადეს ინტერვიუ მათთვის საინტერესო საკითხებზე და რესპონდენტად აირჩიეს სკოლის დირექტორი, ბატონი ერეკლე ჯიქია, რომელმაც სიამოვნებით უმასპინძლა ბავშვებს. ინტერვიუ წარიმართა რუსულ ენაზე“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: