გეგელიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ნაკაშიძემ ჭიდაობის ტურნირში გაიმარჯვა
07-12-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.

ამჯერად სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ლუკა ნაკაშიძემ ჭიდაობის ტურნირში პირველი ადგილი დაიმსახურა.

„ქედის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლაში გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობაში, 68 კგ კატეგორიაში ჩატარდა; ტურნირში პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებული გახდა გეგელიძეების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაკაშიძე. მას საჩუქრად ოქროს მედალი, თასი და სიგელი გადაეცა. გეგელიძეების სკოლის სახელით ვულოცავთ მას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203