ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰაკათონში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
07-12-2021
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილიაუნის ორგანიზებით გამართულ ჰაკათონში - „ციფრული განათლება მომავლისთვის“, მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.

მარიამ სვიმონიშვილი და ნინო სვიმონიშვილი გურჯაანის ტექნოპარკში დააჯილდოვეს.

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებებს უსურვებს.

„გურჯაანის ტექნოპარკში, ილიაუნის ორგანიზებით გამართულ ჰაკათონში - „ციფრული განათლება მომავლისთვის“, გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა ახმეტის N1 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მარიამ სვიმონიშვილი და ნინო სვიმონიშვილი. ახალგაზრდებს ARDUINO-სა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრები გადაეცა საჩუქრად.
ახმეტის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ გამარჯვებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203