„სად მთავრდება სიცელქე და იწყება დანაშაული“ - დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასში საინტერესო კლასის საათი ჩატარდა
07-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.

IX კლასში, რომლის ხელმძღვანელი ნანა გოგიაა თემაზე - „სად მთავრდება სიცელქე და იწყება დანაშაული“ კლასის საათი ჩატარდა.

„საინტერესო გზავნილები, აქცენტები, მოსაზრებები და მოლოდინები. საყურადღებო და აქტუალური თემა სასკოლო სივრცეში - „სიცელქე“.. მოსწავლეები სიცელქეს აწერენ დანაშაულს, იგივე საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის მცდელობას, ცუდ ხუმრობას, სკამის გამოწევას, სხვისი ნივთის მითვისებას, რაღაცის დაბრალებას, ასევე არასწორად აფასებენ იმას, რასაც დანაშაული ჰქვია.. მრავალი კუთხით განიხილეს სკოლაში - „სიცელქედ“ მონათლული დანაშაულები.. მოსწავლეებმა ამ საკითხებზე მოამზადეს თემები. დაფაზე დაწერეს რა არ უნდა გააკეთონ სკოლაში. იმსჯელეს ჟან ჟაკ რუსოს ნათქვამზე - „ის ვინც ბავშვში სიცელქეს ჩაკლავს მისგან ბრძენს ვერ აღზრდის“. გამიჯნეს სიცელქე და დანაშაული. ისაუბრეს სიცელქის დადებით მხარეებზე. ამ თემის წამოწევით დამრიგებელმა მოსწავლეებს მისცა საშუალება ნათლად დაენახათ და გაეცნობიერებინათ ის დანაშაულები რაც - „სიცელქედ“ მიაჩნიათ; რომ სიცელქე არ ისჯება კანონით; ის ასაკობრივია და მხოლოდ ბავშვს ახასიათებს.. პედაგოგმა მოზარდებს გააცნო დანაშაულის ზუსტი ფორმულირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203