სახალვაშოს საჯარო სკოლის გუნდმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია
07-12-2021

ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსში წარმატებით ასპარეზობენ. 

ამჯერად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში წამატებას მიაღწიეს. 

სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ქართული ენასა და ლიტერატურაში მეორე ტურში გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან.

კონკურსში სულ მონაწილეობდა 441გუნდი.

მეორე ტურში მონაწილეობდა საუკეთესო შედეგების 48 გუნდი. კონკურსის დასკვნით ეტაპს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.

სამივე საგანაში გამოვლინდა 15 გამარჯვებული გუნდი, რომელთა დაჯილდოება გაიმართება  2022 წელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203