ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
07-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისა და მოვლენების აღნიშვნას ყოველთვის აქტიურად უერთდებიან.

ამჯერად სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს შეუერთდა სლოგანებით - „შეაჩერე ძალადობა“ და „არა ძალადობას“

„5 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები მთელს მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203