ქვედა სიმონეთის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
07-12-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მესამე კლასის ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა პედაგოგის, ხათუნა გვენეტაძის ხელმძღვანელობით, მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს.

​„რევაზ ინანიშვილის - „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ უმაღლესი ვირტუოზობაა პროზაში და ჩვენი მესამე კლასის მოსწავლეები მრავალმხრივ ინტელექტით გამორჩეულნი. ამ ნიჭიერმა ბავშვებმა, პედაგოგ ხათუნა გვენეტაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო კომპლექსური დავალება წარმოგვიდგინეს შემოდგომისა და ზამთრის გასაყარზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203