„ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი“- თბილისის N133 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო მინიპროექტზე იმუშავეს
07-12-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს ხშირად მართავენ და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.
„ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი“, ასე ჰქვია მინიპროექტს, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნინო ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით Vა კლასის მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს და პრეზენტაციებიც გამართეს. პროექტის მთავარი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ ლიტერატურის, როგორც ფასეულობის აღქმა - გააზრება და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, რასაც პატარებმა თავიანთი მრავალფეროვანი ნაშრომებით მიაღწიეს. მათ საოცარი ფანტაზიით დაგეგმეს და ნახატების, სლაიდების, ფოტოების მეშვეობით გადმოსცეს, როგორია ქართული ენისა და ლიტერატურის იდეალური კაბინეტი. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ თავი მასწავლებლებად წარმოიდგინეს და აღწერეს ამ ოთახში მათ მიერ ჩატარებული ერთი გაკვეთილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს