ქობულეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა საგნობრივ კონკურსში წარმატებით იასპარეზა
07-12-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა კონკურსებში დიდი ინტერესით და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის გუნდმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი კონკურსის მეორე ტურში დიდი წარმატებით იასპარეზა და გამარჯვებულთა შორის მოხვდა.
აღნიშნული კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობდნენ.
კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლებაში (ინტეგრირებული) გაიმართა.
მეორე ტურში მონაწილეობდა საუკეთესო შედეგების 48 გუნდი. სამივე საგანში გამოვლინდა თხუთმეტი გამარჯვებული გუნდი, რომელთა დაჯილდოება 2022 წელს გაიმართება.
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერმა მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეებმა გამარჯვება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოიპოვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს