თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაკეტები დაამზადეს
07-12-2021

თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან და ამ უნარების გამოვლების შესაძლებლობაც აქვთ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა პედაგოგ ბელა გზირიშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მასალისგან მაკეტები დაამზადეს. მათ ციხე-სიმაგრეები „ააგეს“.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათმა არქიტექტურულმა ნამუშევრებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203