თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
07-12-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-4გ კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი თეა კოვზირიძეა.
სამიზნე ცნება - სიდიდეებს შორის დამოკიდებულება; საკითხები: შესაბამისობა, შესაბამისობები საგნებს შორის, საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის, შესაბამისობის გამოსახვა ცხრილისა და სქემის საშუალებით. მოსწავლეების დავალება იყო მოეძიებინათ ინფორმაცია - მზის სისტემის, პლანეტების განლაგებისა და მოძრაობის შესახებ; ასევე, დაეორგანიზებინათ ცხრილში, დაემზადებინათ მზის ირგვლივ პლანეტების განლაგების მაკეტი/პოსტერი და აღეწერათ როგორ არის დამოკიდებული სხვადასხვა პლანეტებისთვის მზის გარშემო მოძრაობის სიჩქარე მზისგან დაშორებაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს