კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
07-12-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  1. ანა რობაქიძე;
  2. ნანო ჭუმბაძე;
  3. ანი ჭუმბაძე;
  4. ნინო ჯანიაშვილი;
  5. მარიამ ტაბატაძე;
  6. ქრისტინე ჭუმბაძე;
  7. ანანო ჯანიაშვილი.
მათგან ქრისტინე ჭუმბაძე მეორე ეტაპზე გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ზესტაფონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203