წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო
07-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების აქტიური მოსწავლეები ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის ცენტრში იმყოფებოდნენ და სადაც მეტად საინტერესო ლექცია-საუბარი შედგა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობა დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

„სკოლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების აქტიური მოსწავლეები (სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი თ. თუთბერიძე) იმყოფებოდნენ ქუთაისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის ცენტრში, სადაც ამავე სასწავლებლის პედაგოგიკის დეკანმა, მამულო ბუჭუხიშვილმა ბავშვებს ჩაუტარა ძალიან საინტერესო ლექცია-საუბარი: ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნის ისტორიაზე, ბავშვებს უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე; ესაუბრა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეკანატის წარმომადგენელი იმერი ბასილაძე, ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში, დავსახეთ სამომავლოდ ძალიან საინტერესო აქტივობები. მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ ამ შეხვედრით, მადლობა ბატონ მამულო ბუჭუხიშვილის ასეთი გულთბილი და საინტერესო დღისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203