თბილისის N116 სკოლის მოსწავლე გიორგი კენკიშვილი დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მეორე ადგილზეა
07-12-2021

თბილისის N116 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კენკიშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თბილისელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203