ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
07-12-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  1. ელენე ჭიჭინაძე;
  2. ნინო მანჩხაშვილი;
  3. ლიზი ნებიერიძე;
  4. ელდარი მერკვილაძე;
  5. გიორგი მერკვილაძე;
  6. მერი ქარქაშაძე;
  7. მარი ნებიერიძე;
  8. მარიამი კუპატაძე;
  9. ელენე სამხარაძე;
  10. ქეთევან გურეშიძე;
  11. ქეთი ჭანკვეტაძე;
  12. ფაინა ნებიერიძე.
მათგან ელენე ჭიჭინაძე, ფაინა ნებიერიძე და მარი ნებიერიძე მეორე ეტაპში გადავიდნენ. ამასთან, მარი ნებიერიძე დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ზესტაფონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203