„წელიწადის დროები“ - წყალტუბოს N1 სკოლის მეორეკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს
07-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მეორე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი ჩატარდა.
„სკოლის IIბ კლასში (პედაგოგი ა. ნაფეტვარიძე) ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი. თემა - „წელიწადის დროები“, ტექსტი იაკობ გოგებაშვილის - „ოთხი სურვილის“ მიხედვით დიორამის შექმნა. ბავშვებმა არაჩვეულებრივად გამოხატეს წელიწადის ოთხივე დრო და დიორამას შესაბამისი სახელებიც შეურჩიეს. მოახდინეს საკუთარი დიორამების თვითშეფასება. ასევე, ერთმანეთის ნაშრომებითაც დაინტერესდნენ. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად დიორამამდე მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ მიმოიხილეს პეტრე ჩაიკოვსკის ოთხი სიმფონიის ფონზე. ბოლოს, მოსწავლეებმა სიმღერის ფონზე დაასრულეს გაკვეთილი. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე და წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრი მარი კუჭავა. ქალბატონმა ფაქიზომ თბილი სიტყვები მასწავლებლის, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის არ დაიშურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს